loader

"დეპუტატ კარლო კოპალიანის ნათესავია" - ცაგერში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პოლიციელი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დეპუტატ კარლო კოპალიანის ნათესავია" - ცაგერში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პოლიციელი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

ცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი თავად პოლიციელებს შორის მოხდა და მათ ერთმანეთს ესროლეს, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.