loader

კადრები ღაზას სექტორიდან - ისრაელის და პალესტინის ძალებმა საჰაერო შეტევები განაახლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ღაზას სექტორიდან - ისრაელის და პალესტინის ძალებმა საჰაერო შეტევები განაახლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჰამასის სამიზნეებზე საჰაერო შეტევა მიიტანეს. მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ღაზას სექტორიდან წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.

"შეტევა იმ თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა, რომელსაც ღაზას სექტორიდან ჰქონდა ადგილი. ჰამასის ტერორისტული ჯგუფი პასუხისმგებელია იმ ძალადობაზე, რომელიც რეგიონში ხორციელდება", - განაცხადეს არმიაში.

ცოტა ხნით ადრე, სანამ თავდასხმა დაიწყებოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფებები გააფრთხილა, რომ ისინი "სერიოზულ შეცდომას" უშვებდნენ.