loader

"ზოგს ძირი აქვს გავარდნილი, არ ვაპირებ რამდენიმე წელი ველოდოთ ჩანაცვლებას" - თბილისში 2020 წლიდან "ყვითელი მარშრუტკების" ჩანაცვლება დაიწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზოგს ძირი აქვს გავარდნილი, არ ვაპირებ რამდენიმე წელი ველოდოთ ჩანაცვლებას" - თბილისში 2020 წლიდან "ყვითელი მარშრუტკების" ჩანაცვლება დაიწყება

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია.