loader

პირდაპირი ეთერი პანკისიდან - მოკლულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი პანკისიდან - მოკლულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში, ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი - დაჭრილი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება; კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.



ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ადამიანი, რომელიც მოკლეს, ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას" - პანკისში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი - დაჭრილი

4 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ჰესის მშენებლობის გამო მოხდა

"ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო, ადგილობრივი ჯგუფი გარიგებული იყო სუს-თან" - პანკისელი ლუიზა მუთოშვილი ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე