loader

"რუსეთი ჩვენი მტერი არ არის" - რეალურად, რაზე ისაუბრა მაკრონმა ამ ფრაზის მიღმა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია [ქართული ტიტრებით] - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთი ჩვენი მტერი არ არის" - რეალურად, რაზე ისაუბრა მაკრონმა ამ ფრაზის მიღმა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია [ქართული ტიტრებით]

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნატომ უნდა განსაზღვროს, ვინ არის მისი მტერი. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ნატოს ლონდონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა. ვის წინააღმდეგ? ვისგან იცავს თავს ალიანსი? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი? ეს საკითხი სიცხადეს საჭიროებს", - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთი ალიანსის მტერი არ არის.

"არის ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც მე ამის შესახებ დროდადრო მსმენია? თუ ჩინეთია? არის ნატოს მიზანი, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? მე ასე არ მგონია. ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელიც ყველა ჩვენს ქვეყანას ემუქრება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ნატოს ლონდონის სამიტი მომავალ კვირას, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება.