loader

"ძალიან უზრდელი ჟესტი მიჩვენა..." - "ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალების" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან უზრდელი ჟესტი მიჩვენა..." - "ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალების" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

ქუთაისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა ვერ ხერხდება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, დღეს დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.

ასევე იხილეთ: "საქათმე!.. გამოდით, თქვენი დედა..." - საშინელი გინება და გაწევ-გამოწევა ქუთაისში "ნაციონალების" ოფისთან