loader

"ოცნების" ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა 41 მარცვალი ლობიო აყარეს - "ამისთვის არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა 41 მარცვალი ლობიო აყარეს - "ამისთვის არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს"

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ,,უფლებადამცველთა ასოციაციის" ორგანიზებით, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით "არა ლობიოს სამართალს" გაიმართა. აქტივისტებმა ადგილზე სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი აყარეს.

როგორც უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა აღნიშნა, ლაშა ჩხარტიშვილის საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში "ლობიოს საქმის" სახელით იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ლობიოს აყრის გამო ადამიანებს არ იჭერენ.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.