loader

"სახანძროც მოვიდა..." - რა ხდებოდა ვარკეთილის მეტროში რამდენიმე წუთის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახანძროც მოვიდა..." - რა ხდებოდა ვარკეთილის მეტროში რამდენიმე წუთის წინ

მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაკვამლიანება იყო. როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მეტროსადგური "ვარკეთილი" მგზავრებს დროებით არ ემსახურებოდა და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ "სამგორამდე" მოძრაობდნენ.

როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განაცხადეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგა.

მათივე განმარტებით, დაკვამლიანების მიზეზი მოძველებული ელექტროსისტემა გახდა და ამ დროისთვის მისი რეაბილიტაცია ხორციელდება.

შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 17:00 საათზე შევიდა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.