loader

პარიზი პარალიზებულია: არ მუშაობს რკინიგზა, გაუქმებულია ფრენები, დახურულია სკოლები და ქალაქის ღირშესანიშნაობები - რამ გამოიწვია ქაოსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზი პარალიზებულია: არ მუშაობს რკინიგზა, გაუქმებულია ფრენები, დახურულია სკოლები და ქალაქის ღირშესანიშნაობები - რამ გამოიწვია ქაოსი

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა გრძელდება. მოსახლეობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

წუხელ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მაშინ, როდესაც მომიტინგეები პიროტექნიკას შენობების მიმართულებით ისროდნენ და ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ. დაკავებულია ათობით ადამიანი.

ფრანგული მედიის ცნობით, პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია სკოლები, გადადებულია ფრენები და არ მუშაობს რკინიგზის 90%. დახურულია ტურისტებისთვის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირშესანიშნაობა, ლუვრის მუზეუმი.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 806.000 ადამიანი გამოვიდა. პროფკავშირები ბევრად მაღალ ციფრს ასახელებენ.