loader

ვინ არის 33 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც რუსეთში მოკლეს და მკვლელობის რა ვერსიებზე საუბრობენ ახლობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 33 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც რუსეთში მოკლეს და მკვლელობის რა ვერსიებზე საუბრობენ ახლობლები

მოსკოვში მოკლული საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდან იყო.

როგორც ამავე სოფლის რწმუნებულმა,ზურაბ დარჩიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს და რა ვითარებაში მოკლეს, მისთვის უცნობია.

რწმუნებულის თქმით, მამუკა დარჩიას გადმოსვენების და გარდაცვალების დეტალების გარკვევას მეზობლები ელოდებიან.

"მამუკა დარჩია დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს. სოფელში მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავს. ის 40 წლამდე იყო. სოფელში გარდაცვალების სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქე მოსკოვში ერთ-ერთ ქუჩაზე შენობასთან სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

მოსკოვში რას საქმიანობდა, არ ვიცი. ცოლ-შვილი არ ჰყავს.

ველოდებით საქართველოში გადმოსვენებას და გვაინტერესებს, რატომ მოკლეს ჩვენი თანასოფლელი, სიმართლე ყველას გვაინტერესებს.

გარდაცვალების ამბავი გუშინ საღამოს შევიტყვეთ, თუმცა შემთხვევა ზუსტად როდის მოხდა, არ ვიცით", - განაცხადა სოფელ ბაილეთის რწმუნებულმა ზურაბ დარჩიამ.