loader

რა ხდებოდა წუხელ უგულავას სახლში მას შემდეგ, რაც იქ სამართალდამცავები მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა წუხელ უგულავას სახლში მას შემდეგ, რაც იქ სამართალდამცავები მივიდნენ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საკუთარ სახლში სამართალდამცველებმა გამოკითხეს. უგულავას თქმით, დღეს აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების გამო გარკვეული დაზიანებები აქვს და ამის მიუხედავად ბრალს მას უყენებენ.

თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გიგი უგულავასა და საპირისპირო მხრიდან ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ წარდგენილი ბრალდება უკვე გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.


ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ნაცემი გიგი უგულავა - "ევროპული საქართველოს" ლიდერი მასზე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს