loader

რისი გადატანა მოუწიათ ქართველ სამხედროებს ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლისას, რა დროსაც ხუთი მათგანი დაშავდა - სპეცოპერაციისას გადაღებულ კადრებში ისმის სროლა, ჩანს გადამწვარი შენობები... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რისი გადატანა მოუწიათ ქართველ სამხედროებს ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლისას, რა დროსაც ხუთი მათგანი დაშავდა - სპეცოპერაციისას გადაღებულ კადრებში ისმის სროლა, ჩანს გადამწვარი შენობები...

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.
მათივე ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები პერიმეტრის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

"ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.