loader

რატომ წავიდა გახარია უკრაინაში და რა არის ზელენსკისთან შეხვედრის მიზანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ წავიდა გახარია უკრაინაში და რა არის ზელენსკისთან შეხვედრის მიზანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე - რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.