loader

კადრები რუსთავიდან, სადაც ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან, სადაც ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე მსხვერპლით დასრულდა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ღობეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 43 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 59 წლის ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა ავტომობილის მძღოლიც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა კლინიკა "რუსთავში" მოახერხა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.