loader

"თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა" - რა მოთხოვნით მიმართავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ გახარიას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა" - რა მოთხოვნით მიმართავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ გახარიას?

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, რომ ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას.

როგორც ვაჟა გაფინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია საჭიროა დაკომპლექტდეს ექიმის ოჯახის წევრებით, მეგობრებით და შესაბამისის უწყებებით.

მისივე თქმით, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ისინი რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბებიან, საიდანაც საოკუპაციო ხაზის მიმართულებით მანქანებით მსვლელობა მოეწყობა.