loader

"ექიმებს საზღვრები არ აქვთ" - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას ექიმი-ბაიკერებიც შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმებს საზღვრები არ აქვთ" - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას ექიმი-ბაიკერებიც შეუერთდნენ

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან აქციის გამართავენ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ავტორი: ნიკა ღარიბაშვილი