loader

"ცუდად არის! ხელი გაუშვით! მკვლელებო, მონებო!" - შეხლა-შემოხლა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პოლიციას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცუდად არის! ხელი გაუშვით! მკვლელებო, მონებო!" - შეხლა-შემოხლა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პოლიციას შორის

სტუდენტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები 15 წლის მოზარდის სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას მართავენ.

ისინი მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და რესპუბლიკის მოედნის გავლით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

როგორც „პალიტრავიდეოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ავტორი: ლაშა ჯავახიშვილი