loader

აეროპორტის გასასვლელთან მომხდარი ავარიის მსხვერპლი გაიზარდა - კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტის გასასვლელთან მომხდარი ავარიის მსხვერპლი გაიზარდა - კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოში გარდაიცვალა

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებული მეორე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ ინფორმაცია შსს-სი დაუდასტურეს.

კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასასვლელთან, დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც აქამდე არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი იყო გარდაცვლილი, რამდენიმე კი - დაშავებული.

როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: უმძიმესი კადრები კახეთის გზატკეცილიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა - ახალი დეტალები