loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა მიმდინარეობს

"ერთად ერთის წინააღმდეგ” - ამ სახელწოდებით ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდა პარტია "ევროპული საქართველო".

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თუ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, უფრო მასშტაბურ და ყოვლისმომცველ პროტესტს მიიღებს.

აქციას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები. ეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მეორე რეგიონული აქციაა. მათი განმარტებით, აქციები გაგრძელდება და საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება.