loader

რა ინფორმაციის შემცველი იყო სიუჟეტი, რომელთან დაკავშირებითაც გამსახურდიას ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ინფორმაციის შემცველი იყო სიუჟეტი, რომელთან დაკავშირებითაც გამსახურდიას ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის ახლობლების თქმით, 24 დეკემბერს მედიაში გასული ინფორმაცია არასწორია და ასეთი შინაარსის სიუჟეტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მსგავსი სიუჟეტები ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას, რადგან მათი თქმით, გაჟღერდა, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო, რაც ბრალდებულების ვერსიაა და არა სუფრის ნეიტრალური წევრების. ასევე, ოჯახის წევრები განცხადებაში წერენ, რომ სანამ ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამორიცხავენ არც ერთ ვერსიას, მათ შორის, არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც ცოტნე გამსახურდიას მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ არ სურთ თემით სპეკულაცია და ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას ელოდებიან.