loader

ფარული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ყიდდნენ დაკავებულები ნარკოტიკებს თბილისსა და ბათუმში - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ყიდდნენ დაკავებულები ნარკოტიკებს თბილისსა და ბათუმში - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის გამოვლენის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება. უწყების ცნობით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს - დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. მათივე ცნობით, ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება "შავ ბაზარზე" 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.