loader

მძიმე ფოტოკადრები - 1 გარდაცვლილი და 21 დაშავებული - სტამბოლი-თბილისის ავტობუსი ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ფოტოკადრები - 1 გარდაცვლილი და 21 დაშავებული - სტამბოლი-თბილისის ავტობუსი ავარიაში მოყვა

თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

"შემთხვევის შესახებ ინფორმირებულნი არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე. რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.