loader

ირანში მოკლული გენერლის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა - პირდაპირი ეთერის ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანში მოკლული გენერლის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა - პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის, „ქუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.
„აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები“, - აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.