loader

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

5 იანვარს, "დედაენის" ბაღში, გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად 12:00-დან 18:00 საათამდე Fლეა Mარკეტ-ი გაიმართება. როგორ თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, გარემოვაჭრეებს კუთხეებს მოუწყობენ, სადაც ისინი საკუთარი პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალინდელ "ფლი მარკეტზე" მივიდნენ და გარემოვაჭრეებს მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადონ.

მერიის წინ გარემოვაჭრეების მხარდასაჭერი აქცია დღეისთვის დასრულდა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს დრო ორშაბათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ, რომ გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება 15 იანვრამდე მიეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მომდევნო აქცია კალაძის სახლთან გაიმართება.