loader

"უამრავი მოლოცვა მოდის" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უამრავი მოლოცვა მოდის" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა. ილია II ერისკაცობაში — ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.