loader

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.