loader

რას ამბობს დედა, რომლის 24 წლის შვილი "დამპალოს სასაფლაოზე" მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს დედა, რომლის 24 წლის შვილი "დამპალოს სასაფლაოზე" მოკლეს

თბილისში, 2 იანვარს, "დამპალოს სასფლაოზე" მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწილე მეორე პირის დასჯასაც ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძამ, მანუჩარ წურწუმიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე მეორე პირიც სპეცრაზმელია.

რაც შეეხება შემთხვევას, ბიძის განმარტებით, 2 იანვარს, "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მისი ძმისშვილები - მუხრან ჩხვირკვია-წურწუმია და მისი ძმა სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძის მანქანაში გათბობისა და თამბაქოს მოკიდების მიზნით ჩასხდნენ. მანუჩარ წურწუმიას განმარტებით, როდესაც ფოფხაძემ მის მანქანაში მსხდომი ძმები დაინახა, მის თანმხლებ პირთან ერთად მივიდა მანქანასთან, რის შემდეგაც ძმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბიძა ამბობს, რომ დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ძმამ, მუხრან ჩხვირკვია-წურწუმიამ თავს გაქცევით უშველა, ხოლო მისმა ძმამ, მურად წურწუმიამ გაქცევა ვერ შეძლო.