loader

"არ მჯერა" - რა აღმოაჩინა ბაკურიანში დამსვენებელმა, საბაგიროს ბილეთის შეძენისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მჯერა" - რა აღმოაჩინა ბაკურიანში დამსვენებელმა, საბაგიროს ბილეთის შეძენისას?

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უწყებაში განუცხადეს, მთის კურორტები კურირებს საბაგიროებს "დიდველი", "მიტარბი" და "კოხტა".

"ჩვენ მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. "დიდველის", "მიტარბისა" და "კოხტას" საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები", - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.