loader

როგორ გამოიყურება ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილი, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილი, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინულ ავიახომალდს ცეცხლი ეკიდა იქამდე, ვიდრე კატასტროფას განიცდიდა, - ამის შესახებ ირანული გამოძიების პირველად ანგარიშშია საუბარი. მათივე ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველი ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ. მათი თქმით, თვითმფრინავი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა "როიტერსს" განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავა გადახურებული იყო.

შეგახსენებთ, ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.