loader

ბაკურიანში უკანონო დაერთებების გამო საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაკურიანში უკანონო დაერთებების გამო საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანის წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინა. დაერთებები აღმოჩენილია იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ავზის შევსება. შესაბამისად, საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას.

უკანონო დაერთებების მონტაჟი ადგილზევე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს მაგისტრალიდან.