loader

რა თქვა სასამართლოზე დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა სასამართლოზე დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალდებული იმედოვნებს, რომ გამოძიება "ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს".

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა "გ"ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.