loader

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ?

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის NBA-ის ლეგენდა კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო ამინდი ფრენის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება სხვა დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი ქრისთინა მოუსერი.

კობი ბრაიანტი აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შემადგენლობაში.