loader

როგორ გამოიყურება თურქული თვითმფრინავი, რომლითაც უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება თურქული თვითმფრინავი, რომლითაც უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე უწყებაში არ საუბრობენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.