loader

მარტყოფის მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე წარსულში ასევე მკვლელობისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს - ამოღებულია ნაჯახი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტყოფის მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე წარსულში ასევე მკვლელობისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს - ამოღებულია ნაჯახი

შსს-მ მარტყოფის ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, კელიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი  - ნაჯახი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს - ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.