loader

ხანძარი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე - ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე - ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა

ხანძარი გაჩნდა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოსთან ახლოს. როგორც „პალიტრავიდეოს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს მოეკიდა.

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე  10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის სასაფლაოზე გავრცელების საშიშროება არ არის.

ასევე იხილეთ: "ნახეთ, როგორ ნადგურდება!.. ყველა არამზადა აქ მოდის და ყრის ნაგავს, ეწევა, ათას საზიზღრობას აკეთებს" - ჟურნალისტი ჯიქიაზე ხანძრის გაშუქებისას ატირდა