loader

"ჩვენს ცენტრში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და ორი შვილი" - ვითარება ინფექციურ საავადმყოფოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენს ცენტრში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და ორი შვილი" - ვითარება ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამი მოქალაქიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე ინფორმაციით, სამი მოქალაქიდან ორს - 8 და 13 წლის მოზარდებს - ტემპერატურა აქვთ, ხოლო მათ დედას რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ეზუგბაიას განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.