loader

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვიდეორეკომენდაციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვიდეორეკომენდაციები

საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

"კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად - ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები, მათ შორის - მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.