loader

"შოკირებულები ვართ, ამბობდნენ ოჯახს ამწარებსო" - რას ჰყვებიან მეზობლები ჭოპორტში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკირებულები ვართ, ამბობდნენ ოჯახს ამწარებსო" - რას ჰყვებიან მეზობლები ჭოპორტში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

სოფელ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლები აცხადებენ, ოჯახის წევრებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული 41 წლის მამაკაცი სვამდა და ოჯახში კონფლიქტი ამის გამო ხდებოდა.

"ოჯახში სამნი ცხოვრობდნენ. დედა-შვილი თბილისში მუშაობდნენ და საღამოს გვიან მოდიოდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ქმარი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება“, - აცხადებს მეზობელი ნათელა თათიკიშვილი.

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის გამო მთელი სოფელი შოკშია.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 1979 წელს დაბადებული ლ.ქ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.