loader

"დედა ხატავდა... შეიძლება სვამდა" - რას ამბობს მეზობელი ისანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა ხატავდა... შეიძლება სვამდა" - რას ამბობს მეზობელი ისანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

თბილისში, ისანში, შვილის მიერ დედის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მეზობელი აცხადებს, რომ დედა-შვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ.

როგორც მეზობელი ჰყვება, სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.

ცნობისთვის, შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",-ნათქვამია ინფორმაციაში.