loader

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო  საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.