loader

"ქუჩურ გარჩევას ჰგავდა" - თვითმხილველები ვაკეში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მიმავალი ავტომანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ ისროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქუჩურ გარჩევას ჰგავდა" - თვითმხილველები ვაკეში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მიმავალი ავტომანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ ისროლეს

თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი არავინ არ არის. ადგილზე სამართალდცველები იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.