loader

თბილისში ძალადობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს - მას ბრალად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენება ედება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ძალადობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს - მას ბრალად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენება ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.ე., ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.