loader

რა ხმები ისმის იტალიის ქუჩებში, სანამ მთელი ქვეყანა კარანტინშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხმები ისმის იტალიის ქუჩებში, სანამ მთელი ქვეყანა კარანტინშია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში, ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 590-ს შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია. მათგან კრიტიკული/სერიოზულია 1518 ადამიანის მდგომარეობა. 2 335 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.