loader

"პალიტრავიდეოს" ექსპერიმენტი - რა ხდება თბილისის რესტორნებში მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრავიდეოს" ექსპერიმენტი - რა ხდება თბილისის რესტორნებში მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ?

კორონავირუსის გავრცელების დიდი საფრთხის გამო გუშინ მთავრობამ დამატებითი ზომები მიიღო. რამდენიმე აკრძალვასთან ერთად, რეკომენდაცია მისცეს ასევე კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
გუშინ მოქალაქეებმა ასევე მობილურ ტელეფონებზე მიიღეს შეტყობინებები, რომ თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, დარჩნენ სახლში. განსაკუთრებით კი ეს მოთხოვნა 60 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ, ისინი რისკ-ჯგუფში არიან.
ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება რეკომენდაციის გაცემიდან მეორე დღეს რესტორნებში. 10-მდე რესტორანი გადავამოწმეთ. რამდენიმე რესტორნის მენეჯერმა გვითხრა, რომ მუშაობა მთავრობის რეკომენდაციამდე შეწყვიტეს, რადგან ქუჩაში მყიდველი უბრალად არ არის. ზოგიერთი რესტორანი კი მზადების პროცესშია, რომ სრულად გადავიდნენ მიტანის სერვისზე.