loader

ფოტოებში: ვითარება სააკაშვილის შტაბში - "ხვალისთვის გამზადებული 1000 შეფუთვა, დარიგდება 14.00 საათიდან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოებში: ვითარება სააკაშვილის შტაბში - "ხვალისთვის გამზადებული 1000 შეფუთვა, დარიგდება 14.00 საათიდან"

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მდებარე მიხეილ სააკაშვილის შტაბი საქველმოქმედო აქციისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება სააკაშვილის შტაბის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. 

"კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ქალაქში შეიქმნა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებების დეფიციტი და გაიზარდა მათი ფასი.
აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვაგროვეთ მაქსიმალური რაოდენობა და 22 მარტს, 14.00 საათიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინ პარკინგის ტერიტორიაზე დარიგდება ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებებს.(სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი).
ამ საქველმოქმედო აქციაში ჩართულნი არიან ახალგაზრდა მოხალისეები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, გ. სააკაძის დაღმართი 10. ცენტრალური შესასვლელი სანაპიროს მხრიდან", - წერია განცხადებაში.