loader

ფოტოებში: მომენტი, როდესაც მარნეულში რამდენიმე ათეული სამხედრო ავტომობილი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოებში: მომენტი, როდესაც მარნეულში რამდენიმე ათეული სამხედრო ავტომობილი შევიდა

წუხელ, გვიან ღამით მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო ავტომობილი შევიდა.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"
/Palitravideo.ge