loader

თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებულ 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს - გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებულ 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს - გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ ეტაპზე კორონავურუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს. როგორც გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქედან 6 თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მისივე თქმით, მათგან ორს პნევმონია უფიქსირდება.

„50 პაციენტია დღეს ჩვენს ჰოსპიტალში. აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა და 9 პაციენტი შემოყვანილია ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურიდან. რაც შეეხება როტაციებს გუშინ 28 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნდა ქვედანაყოფს, რომლებსაც გამოერიცხათ კონტაქტები და იყვნენ ჩვენთან დაკვირვების მიზნით",-განაცხადა მან.

მისივე თქმით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვენთან არის ამ ეტაპზე 9 დადასტურებული შემთხვევა, აქედან წუხელ 6 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ესენი აღვნიშნეთ, რომ ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშროლები არიან. 2 მათგანს უფიქსირდება პნევმონია და დანარჩენთან შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. ყველა კონტაქტი მათ შესახებ ერთმანეთთან, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით გამოკვლეულია და მათი დაკვირვება მიმდინარეობს. მათი ზოგადი მდგომარეობა დღის ბოლომდე იქნება ცნობილი, ახლა მიმდინარეობს მათი კვლევა“, - განაცხადა დავით ბარლიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.