loader

"შემოყვანილია აფხაზეთიდან, აღენიშნება ციება და ხველა" - ექიმის კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილ პაციენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოყვანილია აფხაზეთიდან, აღენიშნება ციება და ხველა" - ექიმის კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილ პაციენტზე

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 50 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს ციება და ხველა აღენიშნება. მას გაუკეთეს შიდა ანალიზები, რის გამოც საეჭვო გახდა კორონავირუსის ინფექცია.

მათივე თქმით, გალის მკვიდრ 50 წლის ქალს კორონავირუსის ინფექციაზე ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ტესტის პასუხები, სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში იქნება.

თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 20 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.