loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 გახდა - ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 გახდა - ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედიკოსი მათი კლინიკის თანამშრომელი არ არის. აღნიშნულის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ბოლო 3 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი მათ კლინიკაშია მოთავსებული და მათი დაინფიცირების წყაროც ცნობილია.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.