X
"აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება და ტემპიც სულ უფრო სწრაფი ხდება" - გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მზაობის შესამოწმებლად 2-დღიანი ვადა მისცა
12:13 / 03-04-2020
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ასევე ნახეთ: რა შემთხვევაში შეძლებენ ონლაინ-მაღაზიები მიტანის სერვისის ამუშავებას - გახარიამ მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა დაასახელა

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში. აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გვყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს", - განაცხადა გახარიამ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"